საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში პორტუგალიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს ნუნო ბრიტოს შეხვდა

2021 წლის 3 დეკემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში პორტუგალიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს, ნუნო ბრიტოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის იმპლემენტაციას, ასევე, რეფორმების პროცესს და უსაფრთხოების საკითხებს.
საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემატიკა ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩებოდეს ევროკავშირის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე.
ელჩებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის, 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ტექსტი, ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.