საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

2022 წლის 2 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს, კლერ ბურის.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის განხორციელების მიმდინარეობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმდინარე პროცესზე, ამ კუთხით უკვე მიღწეულ პროგრესსა და  სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა DCFTA-ს ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობებით მაქსიმალურად სარგებლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით.