საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის კოლეჯის ბრიუგეს კამპუსში გაიმართა პანელური დისკუსია “The relations between the EU and the Associated Trio (Ukraine, Georgia, Moldova) in the context of the Russian war in Ukraine: state of play and future perspectives”. ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: “The relations between the EU and the Associated Trio (Ukraine, Georgia, Moldova) in the context of the Russian war in Ukraine: state of play and future perspectives”.

2022 წლის 12 აპრილს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროპის კოლეჯის რექტორთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელ და ევროკომისიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან, ევროკავშირთან მოლდოვას მისიის ხელმძღვანელთან, ელჩ დანიელა მორარისა და ევროპარლამენტის წევრთან, ევროკავშირი-მოლდოვას საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ზიგფრიდ მურეშანთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: “The relations between the EU and the Associated Trio (Ukraine, Georgia, Moldova) in the context of the Russian war in Ukraine: state of play and future perspectives”.

გვსურს, გულითადი მადლობა გადავუხადოთ ევროპის კოლეჯის ბრიუგეს კამპუსის ქართველ სტუდენტებს - გიორგი თხელიძეს, ანიკო ფარჯიანს, ლელა კანკაძეს, მარიამ ობოლაძეს, ირაკლი მაზანაშვილს, მირანდა ბეჭვაიას, ნინო წურწუმიას, ქეთი ჯანგულაშვილსა და სოფიო საათაშვილს, უკრაინელ და მოლდოველ სტუდენტებთან ერთად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის.