საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

2022 წლის 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის საჰერცოგოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს ზვიად ბოლქვაძემ და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ. შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ქართული მრავალხმიანობისა და თანამედროვე საგუნდო ხელოვნების წარმომჩენი ნაწარმოებები - მრავალჟამიერი, ლალე, ურმული, ნოსტალგია და სხვ. ხსენებულ ნაწარმოებებთან ერთად, კაპელამ ღონისძიებისთვის სპეციალურად მომზადებული ცნობილი უკრაინული სიმღერაც - “Ой у лузі червона калина” შეასრულა, რითაც პატივი მიეგო უკრაინელთა ბრძოლას თავისუფლებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყნის ისტორიის ევროპულ გზას მიეძღვნა.