საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდა

2022 წლის 19 დეკემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს, იულია მატეის შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესსა და ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

ელჩებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში საქართველო-ევროკავშირის დაკავშირებადობის (connectivity) პროექტები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი  კაბელის პროექტს, რომლითაც მოხდება საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები  ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. საუბრისას ხაზი გაესვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პროცესს. 

ვახტანგ მახარობლიშვილმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

Vakhtang Makharoblishvili

 

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal