ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში ავსტრიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
2023 წლის 12 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირში ავსტრიის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩთან, თომას ობერრაითერთან.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის მიმდინარეობა გააცნო და აქვე ხაზი გაუსვა ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.