Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საკონსულო აღრიცხვა / არჩევნები

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID card).



ხშირად დასმული შეკითხვები

  1. როგორ მივიღოთ საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა?
    არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, რომ იმყოფებოდეთ საკონსულო აღრიცხვაზე

  2. როგორ გადავამოწმო ვარ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე?
    გადაამოწმეთ თქვენი მონაცემები საკონსულო აღრიცხვის შესახებ შემდეგ ბმულზე https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

  3. როგორ დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე?
    საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია:

    1. ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით;

    2. საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით;

    3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

  4. შესაძლებელია თუ არა ჩემს მიერ საკონსულო აღრიცხვაში მითითებული ოლქის ნაცვლად სხვა ოლქში მივიღო მონაწილეობა არჩევნების პროცესში?
    ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ოლქში, სადაც განთავსებულია თქვენი საარჩევნო უბანი და იმყოფებით საკონსულო აღრიცხვაზე.

  5. ვარ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, თუ საკონსულო სამსახურს რაიმე სახის მომსახურეობაზე უკვე მივმართე?
    გაითვალისწინეთ, რომ სხვა საკონსულო მომსახურების მიღებისას არ ხდება თქვენი  ავტომატურად საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და ამისათვის საჭიროა ცალკე პროცედურების გავლა.

  6. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რა დოკუმენტაცია მესაჭიროება?
    არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ვადიანი/მოქმედი საქართველოს მოქალაქის  პასპორტით ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობით (ID ბარათი)

  7. შესაძლებელია თუ არა სხვის მაგივრად მივიღო ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა?
    საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.

  8. შემიძლია თუ არა დისტანციურად მივიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში ან ჩემმა მინდობილმა პირმა?
    ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანზე გამოცხადებით პირადად.

  9. სად შეიძლება  გავეცნო ინფორმაციას არჩევნების შესახებ?
    გთხოვთ თვალი ადევნოთ არჩევნებთან დაკავშირებით განახლებად ინფორმაციას (პრესას ვთხოვთ მიუთითონ ცსკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე მასმედიის საშუალებით)

  10. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ვის დავუკავშირდეთ?
    საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკონსულო სამსახურებს. (საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები იხილეთ შემდეგ ლინკზე - https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx

  11. რა ასაკიდან არის დასაშვები ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება?
    საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს 18 წლიდან  ეძლევა ხმის მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება.