Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება

რა შემთხვევაში შევძლებ ვისარგებლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით?

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით.

პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა. დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ. არ არსებობს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს ცოდნის დონის შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან სახელმწიფო ენაში.

ცოდნის დონის შემოწმება არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას.

ვის მივმართო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე აღდგენის წესით?

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა. დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ. ფოტოსურათი – ზომით 3X4;

აგრეთვე დამატებით:

ა. იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

ბ. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა. დაბადების მოწმობა; იმ შემთხვევაში, თუ პირი დაბადებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, დაბადების მოწმობა დამოწმებულ უნდა იქნეს აპოსტილის წესით, შემდეგ ნათარგმნი უნდა იყოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს აპოსტილის წესით.

ბ. იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

გ. არასრულწლოვანის მშობლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ. მშობლის თანხმობა;

ზ. 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე მისი თანხმობა.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. ნოტარიული თანხმობის შემთხვევაში, თანხმობა უნდა დამოწმებულ იქნეს ასპოტილის წესით, შემდეგ თარგმნილი ქართულ ენაზე და ტარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს ასპოტილის წესით

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ პირადად.