პირადობის ელექტრონული მოწმობა
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
თითოეული მომსახურებისათვის უნდა მოხდეს თითო ვიზიტის ჩანიშვნა.
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
ანგარიშის ნომერია:
Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE91 0003 2571 4276
BIC (Bank Identifier Code): BPOTBEB1
პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე.
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადების გზით. მომსახურების გაწევა ხდება განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 45 დღის ვადაში.
წარსადგენი დოკუმენტები:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში ვადაგასული, დაზიანებული და ა.შ.)
- ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება);
- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა(თუ კანონიერი პირი წარსდგება სამინისტროში ამ შემთხვევაში მათ არ ესაჭიროებათ დამოწმების პროცედურები)
- პირადობის მოწმობის ღირებულების, 28.78 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თუ გნებავთ, რომ პირადობა ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოადგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6.00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.
საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ
https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit
საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 02 732 85 50
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10სთ-დან 18 სთ-მდე