- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ვახტანგ მახარობლიშვილი
ვახტანგ მახარობლიშვილი
2 ოქტომბერი, 1978, ქ. თბილისი, საქართველო.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სამუშაო გამოცდილება:
2021 წლის ივნისიდან - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
2019 წლის ივლისიდან 2021 წლის 9 ივნისამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
2016 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2012 წლის მაისიდან 2016 წლის ოქტომბრამდე - გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ამასთანავე, 2013 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის მაისამდე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი - დირექტორი.
2005 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე - ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.
2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე - ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2004 წლის ივლისიდან 2004 წლის სექტემბრამდე – ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.
2002 წლის აგვისტოდან 2004 წლის ივლისამდე - ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის განხორციელების სამმართველოს უფროსი.
2001 წლის სექტემბრიდან 2002 წლის აგვისტომდე - ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზის, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში მეორე მდივანი.
2000 წლის აგვისტოდან 2001 წლის სექტემბრამდე - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე.
განათლება:
2004 წელს დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის სპეციალობით.
2002 წელს დაამთავრა ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია დიპლომატიის მაგისტრის სპეციალობით.
2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები.
ენები:
ქართული; ინგლისური; რუსული; ფრანგული.
დიპლომატიური რანგი:
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.