Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

სრულწლოვნის (+18) პასპორტის განახლება

ძვირფასო თანამემამულენო!!!

გაცნობებთ, რომ 2019 წლის პირველი ნოემბრიდან, იმისათვის, რომ დაკარგული პასპორტის აღდგენის თაობაზე განაცხადი შემოიტანოთ საკონსულო სამსახურში,სავალდებულოა:

  • პირმა წარმოადგინოს ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან პასპორტის დაკარგვის თაობაზე განაცხადა სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში.

  • ცნობით/დოკუმენტით ცალსახად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელი პასპორტი დაკარგა პირმა (პასპორტის ნომერი/გაცემის თარიღი).

  • საზღვარგარეთ, უცხო ენაზე შედგენილი/გაცემული ცნობა/დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სათანადო წესით (იგულისხმება სანოტარო).

  • ასეთი ცნობის/დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, კონკრეტული პირისათვის ახალი პასპორტის გაცემა ვერ განხორციელდება, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს პასპორტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

  • „დაკარგვის“ გარდა, სხვა მიზეზით პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში, აუცილებელია, მოქალაქემ წარმოადგინოს შესაცვლელი პასპორტი.

სრულწლოვნის (+18) პასპორტის განახლება

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.

ანგარიშის ნომერია:

Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE91 0003 2571 4276
BIC (Bank Identifier Code): BPOTBEB1

მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

1. პასპორტის, პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება);

3. პასპორტის საფასურის, 44,67 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

4. პასპორტის დამზადების ვადაა 45 კალენდარული დღე;

5. წარსულში ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის ქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს იუსტიციის სახლს და პასპორტი ბელგიის სამეფოში მიიღოს ფოსტით.

თუ გნებავთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოადგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ
https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 02 732 85 50

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10სთ-დან 18 სთ-მდე