Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

ვის მივმართო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე?

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ online მომსახურებით, ვებ გვერდის მეშვეობით www.sda.gov.ge

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. დადადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
  2. ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  3. არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაბადებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, დაბადების მოწმობა უნდა დამოწმებულ იქნეს აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ითარგმნოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს ასევე აპოსტილის ბეჭდით;
  4. პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, თარგმანითურთ ქართულ ენაზე, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს აპოსტილის ბეჭდით;
  5. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
  6. არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო სამსახურში ცხადდება არასრულწლოვანის მხოლოდ ერთი მშობელი, საჭიროა მეორე მშობლის ნოტარიალური თანხმობა არასრულწლოვანი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დამოწმდეს აპოსტილის ბეჭდით, ითარგმნოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ იქნეს ასევე აპოსტილის ბეჭდით.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირისთვის მოქალაქეობის მინიჭების განცხადების განხილვისათვის აუცილებელია მისი წერილობითი თანხმობა. ამისთვის ის უნდა გამოცხადდეს საკონსულო სამსახურში განცხადების ჩაბარების დროს.