დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანისთვის (-18)
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
თითოეული მომსახურებისათვის უნდა მოხდეს თითო ვიზიტის ჩანიშვნა.
საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:
1. დაბადების მოწმობა:
ა. საქართველოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი.
ბ. ბელგიის სამეფოში დაბადებული პირის დაბადების მოწმობა (ორიგინალი) დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით.
გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ორიგინალი. დაბადების მოწმობა ნათარგმნი ქართულ ენაზე, თარგმანის ასპოტილით დამოწმება და ორიგინალის წარდგენა სავალდებულოა.
დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა (ორიგინალი) უნდა იქნას დამოწმებული აქტის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულად, თარგმანის ასპოტილით დამოწმება და ორიგინალის წარდგენა სავალდებულოა.
2. მშობლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
3. 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი;
4. მშობლების თანხმობა არასრულწლოვანისთვის
ა. დასაბრუნებელი მოწმობის გასაცემად ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია.
ბ. მშობელს თანხმობის დაწერა შეუძლიათ საკონსულოში დასაბრუნებელი მოწმობის მოთხოვნის დროს. თუ დოკუმენტებს ფოსტით აგზავნით საკონსულოში, მშობელს შეუძლია თანხმობა დაწეროს ბელგიის სამეფოში ნოტარიუსთან და დაამოწმოს აპოსტილის ბეჭდით. შემდგომ, აგზავნით ორიგინალს. ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა დასაბრუნებელი მოწმობის აღების შესახებ დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან და უნდა წარადგინოთ ორიგინალი. თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება საზღვარგარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში და უნდა წარმოადგინოთ ორიგინალი. (იხილეთ თანხმობის ნიმუში: თანხმობა, რომელიც უნდა დამოწმდეს ბელგიის სამეფოში ნოტარიუსთან ანუ légalisation de la signature).
საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში გთხოვთ, თან იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. დაბადების მოწმობა:
ა. საქართველოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი.
ბ. ბელგიის სამეფოში დაბადებული პირის დაბადების მოწმობა (ორიგინალი)
დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით.
გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. დაბადების მოწმობა ნათარგმნი ქართულ ენაზე, თარგმანის ორიგინალის წარდგენა სავალდებულოა.
დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა (ორიგინალი) უნდა იქნას დამოწმებული აქტის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულად, თარგმანის ორიგინალის წარდგენა სავალდებულოა.
2. მშობლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
3. 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი;
4. მშობლების თანხმობა არასრულწლოვანისთვის:
ა. დასაბრუნებელი მოწმობის გასაცემად ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია.
ბ. მშობელს თანხმობის დაწერა შეუძლიათ საკონსულოში დასაბრუნებელი მოწმობის მოთხოვნის დროს. თუ დოკუმენტებს ფოსტით აგზავნით საკონსულოში, მშობელს შეუძლია თანხმობა დაწეროს ბელგიის სამეფოში ნოტარიუსთან და დაამოწმოს აპოსტილის ბეჭდით. შემდგომ, აგზავნით ორიგინალს. ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა დასაბრუნებელი მოწმობის აღების შესახებ დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან და უნდა წარადგინოთ ორიგინალი. თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება საზღვარგარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში და უნდა წარმოადგინოთ ორიგინალი. (იხილეთ თანხმობის ნიმუში: თანხმობა, რომელიც უნდა დამოწმდეს ბელგიის სამეფოში ნოტარიუსთან ანუ légalisation de la signature).
5. არასრულწლოვნის საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უფასოა.
საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში
1. საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში ანკეტას ავსებთ ონლაინ; და წარსდგებით თქვენს მიერ ჩანიშნულ დღეს საკონსულოში ზემოაღნიშნული დოკუმენტებით.
ა. აპოსტილის ბეჭდისთვის მიმართეთ თქვენი საცხოვრებლის მიხედვით განკუთვნილ კომუნას.
ბ. თუ გნებავთ, რომ დასაბრუნებელი მოწმობა ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6.00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი დასაბრუნებელი მოწმობისთვის). აღნიშნული კონვერტით დასაბრუნებელი მოწმობა უკან დაგიბრუნდებათ
საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Embassy of GeorgiaRue Pere Eudore Devroye 2451150 Woluwe Saint Pierre
საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ
https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit
საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 02 732 85 50
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10სთ-დან 18 სთ-მდე