Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

არასრულწლოვნის (-18) პირველი პასპორტი

არასრულწლოვნის (-18) პირველი პასპორტი

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. 

ანგარიშის ნომერია:

Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE91 0003 2571 4276
BIC (Bank Identifier Code): BPOTBEB1

პირველადი  პასპორტის გაცემა და პირადი ნომრის მინიჭება ხდება ორ ეტაპად.  10 : 00 -13 : 00 მდე.

პასპორტის ასაღებად უნდა გაიაროთ ორი ეტაპი - 1. რეგისტრაცია 2. პასპორტის მოთხოვნა

I ეტაპი - რეგისტრაციისთვის 9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს ერთ-ერთ მშობელთან ერთად და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. დაბადების მოწმობა:

ა. საქართველოში დაბადებული არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი.

ბ. ბელგიის სამეფოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა უნდა იყოს საერთაშორისო (ინგლისურენოვანი) და დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით. იმ შემთხვევაში თუ დაბადების მოწმობა არ არის საერთშორისო, მაშინ იგი უნდა იყოს  ნათარგმნი ქართულ ენაზე და ქართული თარგმანიც უნდა იქნეს აპოსტილით დამოწმებული.

გ. დსთ-ს ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი. რუსულ ენაზე შევსებული დაბადების მოწმობის ასლი. უცხო ენაზე შევსებული (სომხური, აზერბაიჯანული ა.შ) დაბადების მოწმობა ნათარგმნი  ქართულ ენაზე და თარგმანი დამოწმებული აპოსტილით.. თარგმნების ორიგინალების წარდგენა სავალდებულოა.

დ. სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული აქტის გამცემი ქვეყნის მიერ აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ნათარგმნი ქართულად და თარგმანიც აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული,

2.  9 წლამდე ბავშვის მშობელი, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა (მოქმედი)

3. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება):

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ასევე უნდა წარმოადგინოთ დისკზე (CD) განთავსებული 1 სურათი (იგივე ფოტო, რომელსაც წარადგენთ დაბეჭდილი სახით)

4. რეგისტრაციისთვის და პირადი ნომრის მინიჭებისთვის სავარაუდო დრო განისაზღვრება 10:00 13:00 საათამდე.

 

II - ეტაპი - 9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს ერთ-ერთ მშობელთან ერთად და წარმოადგინოს:

1. მშობლების თანხმობა არასრულწლოვანისთვის:

ა. 16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა, 16 დან 18 წლამდე ერთ-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია.

ბ. მშობლებს თანხმობის დაწერა შეუძლიათ საკონსულოში პასპორტის მოთხოვნის დროს.

თუ ერთერთი მშობელი არ წარსდგება საკონსულოში, მას შეუძლია თანხმობა დაწეროს ბელგიის  სამეფოში ნოტარიუსთან, აღნიშნული თანხმობა ნათარგმნი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უნდა წარმოადგინოთ როგორც სანოტარო აქტის, ასევე მისი თარგმნის ორიგინალი. რომელიც უნდა დამოწმდეს ბელგიის სამეფოს ნოტარიუსთან ანუ მოხდეს légalisation de la signature)

ერთ-ერთი მშობლის საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მას შეუძლია თანხმობა პასპორტის აღების შესახებ დაწეროს საქართველოში ნოტარიუსთან ან თანხმობა გამოხატოს იუსტიციის სახლში. თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება ან საქართველოს ან ბელგიის   გარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია ადგილმდებარე ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში. ბელგიის სამეფოში საქართველოს საკონსულოში უნდა წარმოგვიდგინოთ თანხმობის ორიგინალი.

გ. თუ არასრულწლოვანს დაბადების მოწმობაში მხოლოდ დედა უწერია და დაბადების აქტში შეტანილი არ არის მამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მხოლოდ დედის თანხმობა საკმარისია.

დ. თუ დედას/მამას მეორე მშობელთან არ აქვს კავშირი და ბავშვს დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის მონაცემები უწერია, ამ შემთხვევაში, უნდა წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ერთი მშობელია პასუხისმგებელი პირი ბავშვზე და მას აქვს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება მეორე მშობლის გარეშე. უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების აღიარება, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან.

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ:

https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit
საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 02 732 85 50
ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით  10სთ-დან 18 სთ-მდე