დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვნისთვის (+18)
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
თითოეული მომსახურებისათვის უნდა მოხდეს თითო ვიზიტის ჩანიშვნა.
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი.
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
ანგარიშის ნომერია:
Ambassade de Georgie
Banque: VAN DE POST
IBAN: BE71000453249169
BIC (Bank Identifier Code): BPOTBEB1
დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში:
1.შევსებული ანკეტა
2. პასპორტის, პირადობის, დაბადების ან მართვის მოწმობის ასლი
3. 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტო
4. საფასურის, 34 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
5. საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში კონვერტი აუცილებლად უნდა გამოაგზავნოთ დაზღვეული ფოსტით, აგრეთვე თქვენს საბუთებს უნდა დაურთოთ საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი, რომელზეც ეწერება თქვენი საფოსტო ზუსტი მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი დასაბრუნებელი მოწმობისთვის). აღნიშნული კონვერტით დასაბრუნებელი მოწმობა უკან დაგიბრუნდებათ.
საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში
1. ელექტრონულ ანკეტას ავსებთ აქ https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit და წარსდგებით თქვენს მიერ ჩანიშნულ დღეს საკონსულოში შემდეგი დოკუმენტებით:
- პასპორტის, პირადობის, დაბადების ან მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- საფასურის, 34 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ
https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit
საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 02 732 85 50
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10 სთ-დან 18 სთ-მდე