საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარიანა კუიუნჯიჩს შეხვდა

2021 წლის 5 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარიანა კუიუნჯიჩს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის კუთხით.

განხილულ იქნა ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თემატიკის ევროკავშირის დღის წესრიგში მაქსიმალურად მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.