საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში ჩეხეთის წარმომადგენელს, ელჩს, ჟიტკა ლატალ ზნამენაშკოვას შეხვდა

2021 წლის 5 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) ჩეხეთის წარმომადგენელს, ელჩს, ჟიტკა ლატალ ზნამენაშკოვას. 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და  აღინიშნა, ის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებთან დაკავშირებული თემატიკა ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩებოდეს ევროკავშირის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე. 
საქართველოსა და ჩეხეთის ელჩებმა, ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, ჩეხეთის მხარემ ისაუბრა 2022 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოს  ჩეხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების თაობაზე.