საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირში უნგრეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ტიბორ შტელბაცკისთან

2021 წლის 29 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირში უნგრეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ტიბორ შტელბაცკისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და უსაფრთხოების სფეროში თანმშრომლობა, საქართველოს მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან მიმართებით და დაკავშირებადობა. საუბარი შეეხო „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.
უნგრელმა კოლეგამ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.