საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2021 წლის 8 დეკემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. 

რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდგომ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე. ასევე, მიმოიხილეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა და 30 ნოემბერს განხორციელებული ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრების ვიზიტი ბრიუსელში.

აუდიენციის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.