საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში ქ.ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა.
 
შეზვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის  მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
 
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაშიც ევროპარლამენტი პოზიტიურ წვლილს შეიტანს.
 
რეგიონში არსებულ  გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტი ილია დარჩიაშვილი.