საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში შვედეთის წარმომადგენელს, ელჩს მიკაელ ლინდვალს შეხვდა

2021 წლის 14 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში შვედეთის წარმომადგენელს, ელჩს მიკაელ ლინდვალს.


შეხვედრაზე განხილულ იქნა  საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლიმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით, განხორციელების პროცესი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.


მხარეებმა  განიხილეს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თემატიკა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მის ფარგლებში ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე.