საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის მეზობელი ქვეყნების, მრეწველობის, საქონლის, რეგულაციური თანამშრომლობისა და საჯარო შესყიდვების განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლეონ დელვოს შეხვდა

2021 წლის 25 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის მეზობელი ქვეყნების, მრეწველობის, საქონლის, რეგულაციური თანამშრომლობისა და საჯარო შესყიდვების განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლეონ დელვოს.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის განხორციელების მიმდინარეობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა DCFTA-ს ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობებით მაქსიმალურად სარგებლობისა და ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.