საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტარს, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრს რიჩარდ ჩარნეცკის შეხვდა

2021 წლის 26 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროპარლამენტარს, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრს, რიჩარდ ჩარნეცკის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების თემატიკა და მეორე ტურისთვის მზადების პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
მხარეებმა განიხილეს ასევე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური მიმართულებები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, განხორციელების მიმდინარეობა, ასოცირებული ტრიო და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.