საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტარს, „განაახლე ევროპის“ ჯგუფის წევრს ხავიერ ნარტს შეხვდა

2021 წლის 26 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროპარლამენტარს, „განაახლე ევროპის“ ჯგუფის წევრს ხავიერ ნარტს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ისევე როგორც, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების თემატიკასა და მეორე ტურისთვის მზადების პროცესს.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობას.