საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში შვედეთის მუდმივ წარმომადგენელს ლარს დანიელსონს შეხვდა

2022 წლის 17 იანვარს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირში შვედეთის მუდმივ წარმომადგენელს, ლარს დანიელსონს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, 2021 წლის 15 დეკემბერს გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, განხორციელების მიმდინარეობა, ასოცირებული ტრიო, დაკავშირებადობა და სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივები.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.  
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თემატიკის ევროკავშირის დღის წესრიგში მაქსიმალურად მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.