საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში გერმანიის მუდმივ წარმომადგენელს, მიხაელ კლაუსს შეხვდა

2022 წლის 17 იანვარს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირში გერმანიის მუდმივ წარმომადგენელს, მიხაელ კლაუსს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური თემები, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ისევე როგორც, ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.