საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ვროკავშირში ირლანდიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს თომას ჰანის შეხვდა

2022 წლის 19 იანვარს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირში ირლანდიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს თომას ჰანის.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური თემები, მათ შორის, 2021 წლის 15 დეკემბერს გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები და სამომავლო გეგმები, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, განხორციელების მიმდინარეობა, რეფორმების პროცესი, დაკავშირებადობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს თემატიკის ევროკავშირის დღის წესრიგში მაქსიმალურად მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.

ირლანდიელმა კოლეგამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ირლანდიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.