საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს, იულია მატეის შეხვდა

2022 წლის 17 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩს, იულია მატეის.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საქართველოს ელჩმა რუმინელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურაღება დაეთმო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებულ საკითხს და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას. დისკუსია ასევე შეეხო საქართველოს მიერ ასოცირებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირთან დაახლოების პროცესს.

ელჩებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში საქართველო-ევროკავშირის დამაკავშირებელი პროექტები და ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ვახტანგ მახარობლიშვილმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.