საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს შეხვდა

2022 წლის 24 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს შეხვდა, რომელიც ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის ზეგავლენა რეგიონში არსებულ ისედაც რთულ უსაფრთხოების გარემოზე. 

ამ ფონზე, ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომი გაძლიერებისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის, აგრეთვე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მხარეებმა აღნიშნეს EUMM-ის მნიშვნელოვანი როლი ადგილზე კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის კუთხით.