საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

EU Visa Free მობილური აპლიკაცია

EU Visa Free მობილური აპლიკაციაა, რომელიც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მარტივად და ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ახალი საინფორმაციო პლატფორმა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის წესებსა და პირობებზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას აწვდის, მათ შორის, COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ. აპლიკაციაში ინტეგრირებულია კალენდარი, რომელიც მოსარგებლეს 180 დღიან პერიოდში მოგზაურობისთვის დასაშვები 90 დღიდან დარჩენილ დღეებს უანგარიშებს და გაკონტროლებაში ეხმარება.

დამატებით, პლატფორმა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს:
➡ შეინახონ, სურვილის შემთხვევაში გააზიარონ ევროკავშირის/შენგენის ზონაში განხორციელებული მოგზაურობის ისტორია, შეიმუშაონ საკუთარი მოგზაურობის რუკა;
➡ დაგეგმონ სამომავლო ვიზიტები არსებული რეგულაციების გათვალისწინებით;
➡ მიიღონ ინფორმაცია რეგულაციების ცვლილებისას;
➡ ჰქონდეთ თითოეულ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონტაქტო და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით.
➡ აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია აღნიშნული ბმულიდან:

IOS: https://apple.co/36zIbnQ
Android: https://bit.ly/3iGS8m0