საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში ბელგიაში ახლად დაფუძნებული გალერიის - The Blind Art Gallery საზეიმო გახსნა გაიმართა

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობაში გაიმართა ბელგიაში ახლად დაფუძნებული გალერიის - The Blind Art Gallery საზეიმო გახსნა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ორი ქართველი თანამედროვე ხელოვანის, რომანოზის და ლევან ყიფშიძის ნამუშევრების გამოფენა.
აღნიშნული გამოფენა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფარგლებში გაიმართა.