საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და თანამშრომლობის სამინისტროს გენერალურ დირექტორს, იერონ კორემანს, შეხვდა

2022 წლის 13 ივლისს ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და თანამშრომლობის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში, იერონ კორემანთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები სხვადასხვა სფეროში და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხს. 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე. 

შეხვედრის დასასრულს იერონ კორემანმა დაადასტურა ბელგიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.