საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპული გადახდების საბჭოს გენერალურ დირექტორს, ეტიენ გუსეს „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA)” გაწევრიანების თაობაზე საქართველოს განაცხადი გადასცა

2022 წლის 20 სექტემბერს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპული გადახდების საბჭოს გენერალურ დირექტორს, ეტიენ გუსეს „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA)” გაწევრიანების თაობაზე საქართველოს  განაცხადი გადასცა.

„ერთიანი ევრო გადახდის სივრცე (SEPA)“ გადახდების ინტეგრაციის კუთხით ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ევროში ელექტრონული გადახდების ჰარმონიზებას ისახავს მიზნად.

SEPA-ში გაწევრიანება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და საფინანსო სექტორს.