საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნინო ხარატიშვილის წიგნის პრეზენტაცია ბრიუსელის სახვითი ხელოვნების ცენტრ BOZAR-ში

2022 წლის 2 ნოემბერს ბრიუსელის სახვითი ხელოვნების ცენტრ BOZAR-ში, „შეხვდი მწერალს“ სერიის ფარგლებში, ცნობილ ქართველ-გერმანელ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა და მისი ახალი რომანის - „უკმარი სინათლე“ (The Lack of Light) - პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია ბელგიელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ანელის ბეკმა. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ნინო ხარატიშვილის შემოქმედება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის ბოლო რომანს, რომლის სიუჟეტიც ორ მოქმედებად - თანამედროვე ბრიუსელში და 1987-1999 წლების საქართველოში ვითარდება. მწერალმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც საქართველომ 80-იანი წლების ბოლოს და დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში გაიარა, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილსა და 90-იანი წლების შეიარაღებულ კონფლიქტზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. მან პარალელი გაავლო უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიულ ომსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს შორის და აღნიშნა, რომ XX საუკუნის დასაწყისში საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველო ხელოვნურად მოწყვიტეს ევროპულ ოჯახს. მწერალმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ იდენტობას და მის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში, ბრიუსელში საქართველოს საელჩო დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.