საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის – „ელჩების კონფერენცია 2022“ მიმდინარეობისას, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა სიტყვით მიმართა კოლეგებს პანელური დისკუსიის „გზა ევროინტეგრაციისკენ - შესაძლებლობების ფანჯარა“ ფარგლებში.

საუბრისას მონაწილეებმა შეაფასეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით არსებული პროგრესი და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებით აღინიშნა 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

ამბასადორიალის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ქართული დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორებიცაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფა და სუვერენიტეტის განმტკიცება; რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოება; კულტურული დიპლომატია; დიასპორასთან ურთიერთობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები და სხვა.

Vakhtang Makharoblishvili

 

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal