2022 წლის 30 აპრილს, ბელგიაში საქართველოს საელჩომ, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობამ, ბელგიაში ქართული სათვისტომოს ბავშვებისთვის სააღდგომო ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბრიუსელის, ანტვერპენისა და ლიეჟის საკვირაო სკოლებისა და ქორეოგრაფიული წრეების აღსაზრდელებმა.