საქართველოს ელჩი ბელგიის ქალაქ სპას მერს შეხვდა
2026 წლის 6 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის ქალაქ სპას მერს, ნიკოლას ტეფნინს და ქალაქის მუნიციპალური საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბელგიის მუნიციპალიტეტებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.
მხარეებმა ასევე გამოხატეს ინტერესი, რათა მოხდეს კურორტების განვითარების, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.
აღინიშნა კურორტების - სპას და ბორჯომის ისტორიული კავშირი, როდესაც 1907 წელს ბორჯომის მინერალურმა წყალმა პირველი საერთაშორისო აღიარება ქ. სპაში გამართული კონკურსის დროს გრან-პრის მოგებით მიიღო.
