საქართველოს ელჩი ქ. ბრიუგეს მერს და დასავლეთ ფლანდრიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
2026 წლის 29 ოქტომბერს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი შეხვედრები გამართა ქ. ბრიუგეს მერთან, დირკ დე ფაუსთან და დასავლეთ ფლანდრიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, კუნ სურდიაკურთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის სამომავლო განვითარების გეგმებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობას, რომლის საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს.
.jpg&w=3840&q=100)