არჩევნები 2024
ძვირფასო თანამემამულენო!
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის მსურველთათვის, საქართველოს საელჩოში საარჩევნო უბანი გახსნილი იქნება ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე.
არჩევნები გაიმართება საქართველოს საელჩოს შენობაში, მისამართი: Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Brussels.
ამომრჩევლის იდენტიფიცირების მიზნით, გთხოვთ, თან იქონიოთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის ელექტრონული მოწმობა).
ამასთან, საარჩევნო სიაში საკუთარი მონაცემების წინასწარ გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბმულით: https://voters.cec.gov.ge/