არჩევნები 2024
ძვირფასო თანამემამულენო!
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის 7 ოქტომბრის 18 საათზე (ბელგიის დროით), დასრულდა საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვისა და საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადების მიღება/განხილვა.
არჩევნები გაიმართება საქართველოს საელჩოს შენობაში, მისამართი: Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Brussels, 26 ოქტომბერს დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათის ჩათვლით.
გთხოვთ, არჩევნებზე გამოცხადებამდე, https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry - ამ ბმულის მეშვეობით გადაამოწმოთ თქვენი საარჩევნო სტატუსი (უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი და გვარი, ქართული ტრანსლიტერაციით).
არჩევნებში მონაწილეობას შეძლებთ, თუ თქვენი სტატუსი აქტიურია და არჩევნებზე გამოცხადდებით საქართველოს მოქმედი პასპორტით, ან პირადობის ელექტრონული მოწმობით (აღნიშნული დოკუმენტების ასლებით და/ან ფოტოებით ხმის მიცემა არ არის ნებადართული).