Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩოს დიპლომატები ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

24 დეკემბერს ბრიუსელის ქართულ საკათედრო ტაძარში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ლიტურგიას, მოწვეულ სტუმრებთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ეპისკოპოსი დოსითეოსი გაუძღვა. მსახურების შემდეგ გაიმართა ქართული ხალხური სიმღერების საღამო, პარიზის, ბარსელონისა და დიუსელდორფის ქართული ეკლესიების მგალობლების შესრულებით.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს დიპლომატები და ბელგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
ღონისძიების ფარგლებში, მეუფე დოსითეოსმა ისაუბრა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსებიდან განხორციელებულ ინიციატივებზე და ხაზი გაუსვა ბრიუსელში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას. საქართველოს დესპანმა ქეთევან ჭუმბაძემ მადლობა გადაუხადა ეპისკოპოსსა და ეპარქიის სასულიერო პირებს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და უცხო მიწაზე ქართული საქმის წარმართვისთვის. ამ კონტექსტში დესპანმა ყურადღება გაამახვილა ბელგიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კავშირების განმტკიცებაზე, ბრიუსელში, ანტვერპენსა თუ ლიეჟში ქართულ ეკლესიებთან საკვირაო სკოლების, ლიტერატურული წრეებისა და საბავშვო თეატრის დაფუძნებაზე. ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საელჩო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიასპორასთან ურთიერთობებს და მომავალშიც გააგრძელებს, ეპარქიასთან თანამშრომლობით, ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერას.