ვახტანგ მახარობლიშვილი ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ოფიციალურ რეზიდენციაში გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო
2024 წლის 18 იანვარს, ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი, მეუღლესთან ერთად, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ოფიციალურ რეზიდენციაში (Grand Ducal Palace) გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო, მისი სამეფო უდიდებულესობა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ანრისა და დიდი ჰერცოგის მეუღლის, მარია ტერეზას მასპინძლობით.
ღონისძიების ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ლუქსემბურგის ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების მინისტრთან, ქსავიერ ბეტელთან ისაუბრა საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეზე, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.