Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ბელგიის სამეფოში

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, 2026 წლის 8 ივნისიდან 14 ივნისამდე, ბელგიის სამეფოს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.

ბრიუსელის საკათედრო ტაძარში, ლიეჟის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, გენტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასა და ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოელოცათ სიწმინდეები, აღევლინა საღვთო ლიტურგია.

ასევე, ბრიუსელში, გენტში, ლიეჟსა და ანტვერპენში გაიმართა საპატრიარქოს დელეგაციის შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ნაჩვენები იქნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი

9 ივნისს, საპატრიარქოს დელეგაცია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის, ყოვლად უსამღვდელოესი დოსითეოსის თანხლებით ასევე ეწვია ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს.