Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტის გენერალურ მდივანს ალესანდრო კიოკეტის შეხვდა

2024 წლის 18 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტის გენერალურ მდივანს, ალესანდრო კიოკეტის შეხვდა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
 
საქართველოს ელჩმა ევროპარლამენტის გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავის მხრივ, ალესანდრო კიოკეტიმ ყურადღება გაამახვილა 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებსა და საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ რეფორმებზე.