Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში „ევროპალია-საქართველოს“ კულტურის საერთაშორისო ფესტივალის სიდიდით მეორე გრანდიოზული გამოფენა „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ გაიხსნა

2023 წლის 27 ოქტომბერს, ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში „ევროპალია-საქართველოს“ კულტურის საერთაშორისო ფესტივალის სიდიდით მეორე გრანდიოზული გამოფენა „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ გაიხსნა, რომელიც საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება. გამოფენა, თავისი არსით, უპრეცედენტო მასშტაბისაა, რომელიც ნეოლითური ხანიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიას, კულტურას და ხელოვნებას წარმოაჩენს.
 
„საქართველო: შეხვედრების ადგილი“ გახსნის პარალელურად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართეს მუზეუმის დირექტორმა, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა, გამოფენის კურატორებმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ვალერი ასათიანმა, რომელმაც საქართველოს მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა.
 
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
 
გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა გამოფენის უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ხელოვნებისა და კულტურის ხანგრძლივი ისტორიის შესაცნობად. ამავე კონტექსტში, ელჩმა, ასევე, საქართველოს ევროპულ იდენტობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ევროპალია-საქართველოს“ ფესტივალის 2023 წლის ბოლოს ჩატარება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როდესაც საქართველო, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის - რაც საქართველოს იმ ახალი მოგზაურობის დასაწყისი იქნება, სადაც ყოფნას ის ყოველთვის მიიღწვოდა.