Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუგეს ევროპის კოლეჯის (College of Europe) ქართველი სტუდენტების მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში

2024 წლის 25 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუგეს ევროპის კოლეჯის (College of Europe) ქართველი სტუდენტების მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში - „გზა 2030 წლისკენ: ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაფართოების კონტურები“.
 
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირთან მოლდოვას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი დანიელა მორარი, ევროკავშირთან მონტენეგროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პეტარ მარკოვიჩი და ევროკავშირთან ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ზულფი ისმაილი. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (EPC) უმცროსი ანალიტიკოსი, იანა მაისურაძე.
 
დისკუსიის ფარგლებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და შემდგომ ნაბიჯებზე. საუბრისას ხაზი ასევე გაესვა კანდიდატ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ელჩებისგან მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ძირითადად ევროკავშირის გაფართოებას ეხებოდა.
 
ღონისძიების დასრულების შემდგომ, საქართველოს საელჩო დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.