Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საელჩომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

2026 წლის 18 თებერვალს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობაში, ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის „Clingendael” ორგანიზებით გამართულთავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამაშიმონაწილეობენ.

 

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ელჩი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, უსაფრთხოების საერთო გამოწვევებზე, ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის დოკუმენტსა და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის სხვადასხვა ინიციატივაზე ესაუბრა.

 

ასევე, თავდაცვის და სამხედრო მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრეს ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელმა, შალვა თევდორაძემ და ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს სამხედრო წარმომადგენლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვასილ ჯღარკავამ