ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს იესპერ მოლერს შეხვდა
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები და ფონდის თანამშრომლობა ევროკავშირთან.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე.