ვახტანგ მახარობლიშვილი ლაკენის სამეფო სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო
11 იანვარს, საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი, მეუღლესთან ერთად, ლაკენის სამეფო სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო, მისი აღმატებულება ბელგიის მეფე ფილიპის და დედოფალი მატილდას მასპინძლობით.
ღონისძიების ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ბელგიის მეფესა და დედოფალთან ბელგიაში მიმდინარე კულტურის ფესტივალზე - „ევროპალია-საქართველო“ და საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. სამეფო ოჯახის წევრებმა აღფრთოვანება გამოთქვეს „ევროპალია-საქართველოს“ ფესტივალზე და დადებითად შეაფასეს ბელგია-საქართველოს ურთიერთობები.