Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში

2025 წლის 23-24 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბელგიის სამეფოში.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროში, ფედერალურ პარლამენტსა და თავშესაფრისა და მიგრაციის სამინისტროში.

შეხვედრებზე მხარეებმა  განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგს, თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ დინამიკას, ასევე, რეგიონული უსაფრთხოებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობას.